თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 12 წლის ბიჭი, რომელმაც ნანგრევებში 11 დღე გაატარა (ვიდეო)
17/02/2023 07:49:17 მსოფლიო
თურქეთში, ჰატაის პროვინციაში მაშველებმა გადაარჩინეს 12 წლის ბიჭი, რომელმაც ნანგრევებში 11 დღე გაატარა
იგი ნანგრევების ქვეშ 260 საათის განმავლობაში იყო.
თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38 000-ს აჭარბებს. მიწისძვრამ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც, სულ მცირე, 5 814 ადამიანი დაიღუპა.


