Accentnews.ge
სევასტოპოლში რუსული შავი ზღვის ფლოტის ხომალდი იწვის

სევასტოპოლში რუსული შავი ზღვის ფლოტის ხომალდი იწვის

17/02/2023 07:39:34 მსოფლიო

სევასტოპოლში, სტრელეცკის ნავსაყუდელში რუსული შავი ზღვის ფლოტის მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდი იწვის. ამის შესახებ სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულმა თავკაცმა მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა.

მისივე მტკიცებით, ცეცხლი "ჩამოწერილ და უტილიზაციისთვის გამზადებულ ხომალდზე ღამით საყოფაცხოვრებო ნიადაგზე" გაჩნდა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის მხოლოდ დაკვამლიანება რჩება.

გასაგები მიზეზების გამო ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.

ცნობისთვის: 17 თებერვალს იგივე რაზვოჟაევი სევასტოპოლზე უკრაინული უპილოტოების თავდასხმის შესახებ იუწყებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S