ბრიტანული დაზვერვა - უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ სავარაუდოდ, 200 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა
17/02/2023 07:37:28 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კონტრაქტორის ძალების სავარაუდოდ, 175 000-200 000 წევრი დაიღუპა ან დაშავდა.
უწყების ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დაახლოებით 40 000-60 000 დაღუპულს მოიცავს.
„რუსეთის მსხვერპლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც „ნაწილობრივი მობილიზაცია“გამოცხადდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, უწყების ვარაუდით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ ფრონტზე განლაგებულ მსჯავრდებულ-ახალწვეულებში მსხვერპლის მაჩვენებელი 50%-მდე იქნება.


