Accentnews.ge
უამინდობის გამო Wizz Air-ის ​ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა

უამინდობის გამო Wizz Air-ის ​ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა

17/02/2023 06:52:43 საზოგადოება

ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა, – იუწყება "რადიო თავისუფლება". უამინდობის გამო მათ აეროპორტში ჩასვლა დააგვიანდათ.

დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში. რადიო თავისუფლებისთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ Wizz Air-ის თანამშრომლებმა უარი თქვეს, აეროპორტს დაერთო ნება დაგვიანებულ მგზავრებისთვის და მათ რეგისტრაციის გავლის საშუალება ჰქონოდათ.

რატომ არ მიეცათ დაგვიანებულ მგზავრებს ბერლინში გაფრენის შესაძლებლობა, ამ საკითზე Wizz Air-ში კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ.

დაგვიანებით შესრულდა ქუთაისიდან ათენის მიმართულებით ფრენაც. ამ შემთხვევაში ავიაკომპანიამ გაითვალისწინა მეტეოროლოგიური პირობები და მგზავრებს დაელოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S