ზელენსკი: "თუ ბელარუსი ომში ჩაერთვება, ჩვენ ვიბრძოლებთ და გადავრჩებით"
16/02/2023 19:00:23 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ბელარუსი ომში არ ჩაერთვება.
"იმედი მაქვს, [ბელარუსი] არ შეუერთდება [ომს]. თუ ასე იქნება, ჩვენ ვიბრძოლებთ და გადავრჩებით", – განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩართვის წინაპირობა დაასახელა:
"მზად ვარ, რუსებთან ერთად ბელარუსის ტერიტორიიდან ვიომო ჯერჯერობით ერთადერთ შემთხვევაში, თუ იქიდან თუნდაც ერთი ჯარისკაცი მოვა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის მოსაკლავად. თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი უსასტიკესი იქნება და ომი მიიღებს სულ სხვა ხასიათს“.


