Accentnews.ge
ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 100 სამხედრო, მათ შორის 94 მარიუპოლის დამცველი დაიბრუნა

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 100 სამხედრო, მათ შორის 94 მარიუპოლის დამცველი დაიბრუნა

16/02/2023 16:51:54 მსოფლიო

ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ 100 სამხედრო დაიბრუნა, მათ შორის 63 მებრძოლი “აზოვსტალიდან”. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

“ვაგრძელებთ უკრაინელების სახლში დაბრუნებას. დღეს სახლში ჩვენი 100 მებრძოლი და 1 სამოქალაქო მოდიან. გათავისუფლებულ მებრძოლთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები. მათგან 94 მარიუპოლის დამცველია, “აზოვსტალიდან” 63 მებრძოლის ჩათვლით. გმირებიდან ბევრმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო”, - წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.

ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება. მათი თქმით, რუსეთმა 101 სახმედრო დაიბრუნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S