3 მარტს თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართება
16/02/2023 16:34:48 მსოფლიო
3 მარტს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრეს–სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა გაავრცელა.
“კანცლერის ვიზიტი - ეს შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებულ შტატებსა და ნატოში ჩვენ მოკავშირე გერმანიას შორის მეგობრობის ღრმა კავშირები”, - თქვა ჟან-პიერმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ბაიდენი და შოლცი უკრაინის მხარდაჭერისთვის მიმართულ ძალისხმევებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, საექსპორტო კონტროლს და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას განიხილავენ.
ცნობისთვის: ამ კვირაში მოინხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შოლცი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდება.


