Accentnews.ge
მოლდოვაში ახალი მთავრობა დაამტკიცეს

მოლდოვაში ახალი მთავრობა დაამტკიცეს

16/02/2023 15:46:13 მსოფლიო

მოლდოვამ დორინ რეჩანის მეთაურობით ახალი მთავრობა დაამტკიცა.

რეჩანის მინისტრთა კაბინეტს მხარი დაუჭირა მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის 62-მა დეპუტატმა. საპარლამენტო ოპოზიციამ ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა.

საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა, ნიკუ პოპესკუმ, ხოლო ანატოლი ნოსატი კვლავ მოლდოვის თავდაცვის მინისტრად დარჩა.

48 წლის დორინ რეჩანს მოლდოვის მთავრობაში სხვადასხვა პერიოდში მუშაობის საკმაო გამოცდილება ქვს. მოლდოვის ეკონომიკის აკადემიის კურსდამთავრებული 2010 წელს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2012 წლიდან 2014 წლამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და გახდა პირველი სამოქალაქო პირი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. ის იგივე თანამდებობაზე დარჩა პრემიერ-მინისტრ იურე ლეანკას მთავრობაშიც.

2022 წლის თებერვალში მაია სანდუმ დორინ რეჩანი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პრეზიდენტის მრჩევლად და ამავე დროს უმაღლესი უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.

სანდუს თქმით, ახალი კაბინეტის მთავარი ამოცანა იქნება მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური ზრდა.

„2023 წელს რეკონსტრუქციის წელი იქნება“, - განაცხადა სანდუმ.

მოლდოვის წინა პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ, გასულ პარასკევს 18 -თვიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა თანამდებობა. ამის მიზეზად ადგილობრივი მედია და ექსპერტები ასახელებენ მწვავე ენერგეტიკულ კრიზისს, რაც მოსახლოების უკმაყოფილებას იწვევს.

პრეზიდენტ მაია სანდუს კურსის უკმაყოფილო საპარლამენტო ოპოზიცია კვირას ქვეყნის პარლამენტის შენობის წინ მასშატბური ანტისამთავრობო აქციის ჩატარებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S