Accentnews.ge
სლოვაკეთმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

სლოვაკეთმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

16/02/2023 14:38:02 მსოფლიო

სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის მოქმედი რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუციას მხარი 78 -მა დეპუტატმა დაუჭირა.

მიღებულ რეზოლუციაში სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს "რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

დეპუტატებმა ასევე დაგმეს "რუსეთის პირდაპირი და ირიბი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ".

რეზოლუციაში ნახსენებია უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონებში "რეფერენდუმების" ჩატარებისა და შედეგების არაღიარება და ხაზგასმულია, რომ ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილია.

გარდა ამისა, დოკუმენტი გმობს ჰიბრიდულ ომს, რომელსაც რუსეთი სლოვაკეთის ტერიტორიაზე აწარმოებს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სადაზვერვო სამსახურებს სათანადოდ შეაფასონ საფრთხე და მიიღონ ქმედითი ზომები სლოვაკეთში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S