
მოლდოვა – უკრაინის საზღვართან რაკეტის ფრაგმენტები ამოვაჩინეთ
16/02/2023 14:33:53 მსოფლიო
მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლდოვას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უკრაინის საზღვარზე, საგუშაგო "ლარგასთან" რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, მიიღეს სასწრაფო ზომები ტერიტორიის დასაცავად, ადგილზე მუშაობენ პროკურატურის თანამშრომლებიც.
მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს უკვე რიგით მეოთხე შემთხვევაა, როდესაც უკრაინის დაბომბვის შედეგად რაკეტების ნარჩენები მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ვარდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოლდოვამ ცის დახურვის გადაწყვეტილება "სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" მიიღო, თუმცა მალევე გახსნა.