რუსეთმა ოფიციალურად შეწყვიტა ევროპის საბჭოს წესდებისა და კონვენციების მოქმედება
16/02/2023 14:25:48 მსოფლიო
დღეს სახელმწიფო სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი ევროპის საბჭოს წესდების და იმ ორგანიზაციის ფარგლებში მიღებული 20 საერთაშორისო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, საიდანაც რუსეთი გასული წლის მარტში უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაირიცხა.
გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წარადგინა . დოკუმენტი რუსეთთან მიმართებაში ძალადაკარგულად ცნობს 21 საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის ევროპის საბჭოს ქარტიას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, ტერორიზმის აღკვეთის ევროპულ კონვენციას, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას და სოციალურ ქარტიას.
ევროსაბჭო (CoE) მინისტრთა კომიტეტმა გასული წლის 16 მარტს ოფიციალურად მიიღო ამ უფლებადამცველი ორგანიზაციის რიგებიდან რუსეთის გაძევების გადაწყვეტილება, რაც პირველი ასეთი შემთხვევაა ორგანიზაციის ისტორიაში.
რუსეთმა შეწყვიტა მონაწილეობა PACE-ს მუშაობაში და ასევე გადაწყვიტა არ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც 2022 წლის 15 მარტის შემდეგ იქნა მიღებული.


