Accentnews.ge
სურკოვი: "მინსკი-2"-ზე მუშაობისას მის შესრულებას არ ვაპირებდით"

სურკოვი: "მინსკი-2"-ზე მუშაობისას მის შესრულებას არ ვაპირებდით"

16/02/2023 14:20:22 მსოფლიო

ვლადისლავ სურკოვმა, რომელიც 2013-2020 წლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იყო, პოლიტიკური კონიუქტურის ცენტრის დირექტორ ალექსეი ჩესნაკოვთან საუბარში განაცხადა, რომ მინსკის პროტოკოლ სამშვიდობო შეთანხმების პროცესში მის შესრულებას არ აპირებდნენ.

კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთმა დიდი ძალისხმევა ჩადო, რომ "უკრაინას, ბერლინსა და პარიჟს პასუხისმგებლობის რეალიზაცია" დაეწყოთ.

მინსკის პირველი შეთანხმება, რომელსაც დონბასში ომი უნდა დაესრულებინა, პირველად 2014 წელს გაფორმდა, სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფს შორის. ჯგუფში შედიოდა რუსეთი, უკრაინა და ეუთო. შეთანხმებას მოჰყვა ნორმანდიის ფორმატის კონსულტაციები, უკრაინას, რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის. შეთანხმებები არაეფექტიანი გამოდგა და ბრძოლები ვერ შეაჩერა. 2015 წლის თებერვალში საჭირო გახდა მისი ხელახალი გაფორმება, რასაც მინსკი-2-ს უწოდებენ, თუმცა ეფექტიანი არც ეს ვერსია იყო.

მინსკის შეთანხმების მიხედვით შეიქმნა რუხი ზონა კონფლიქტის მხარეებს შორის და განისაზღვრა თუ რა იარაღის ტიპების განლაგებაა შესაძლებელი ამ ზონის მახლობლად. გაფორმების შემდეგ პროტოკოლი მრავალჯერ დაირღვა და მის მეშვეობით ვერც კონფლიქტი შეჩერდა. შეთანხმება საბოლოოდ რუსეთის უკრაინაში 2022 წლის შეჭრით დასრულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S