Accentnews.ge
მეუფე ნიკოლოზი - გელათის შესახებ: "პასუხისმგებლობა თეა წულუკიანსაც ეკისრება"

მეუფე ნიკოლოზი - გელათის შესახებ: "პასუხისმგებლობა თეა წულუკიანსაც ეკისრება"

16/02/2023 14:15:35 საზოგადოება

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ გელათის ტაძარში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანსაც ეკისრება.

"გელათი არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით, თუ თანხმობაზეა ლაპარაკი, რომ გელათს რაიმე საფრთხე დაემუქროს, არავის წინაშე უკან არ დავიხევთ.[...] მინისტრია [თეა წულუკიანი] და შესაბამისად, ეკისრება პასუხისმგებლობა. [...] ნამდვილად ეჭვის შეტანა არ შეიძლება იმაში, რომ მას ძალიან კარგად აქვს საინფორმაციო სამსახური თავისი დაყენებული და აუცილებლად ზუსტად ეცოდინება ყველაფერი და თუ თვითონ არ დაესწრება, მის ნებას აუცილებლად გამოაცხადებენ და მე არა მგონია, რომ პირდაპირ ასე ახლა, თეა წულუკიანს ბრალი წავუყენოთ იმაში, რომ გელათი დაზიანდეს, არა მგონია", – განაცხადა მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S