უკრაინელებმა ყირიმში სავარაუდოდ, რუსული სამხედრო ნაწილი დაბომბეს
16/02/2023 13:54:24 მსოფლიო
უკრაინელებმა ცოტა ხნის წინ ყირიმში სავარაუდოდ, რუსული სამხედრო ნაწილი დაბომბეს, - იუწყებიან ადგილობრივი ტელეგრამ-არხები და შორი მანძილიდან გადაღებულ, აფეთქებების ამსახველ ვიდეოებს ავრცელებენ.
საუბარია ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე არმიანსკის მიდამოებზე, სადაც რუსებს ერთ-ერთი სამხედრო ნაწილი აქვთ განლაგებული.
რუსულ სარდლობას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ოფიციალური განცხადება არც უკრაინული მხრიდან გაკეთებულა.


