Accentnews.ge
ქართულ ბანკებში რუსეთის 110 000-მდე რეზიდენტმა პირმა გახსნა ანგარიში

ქართულ ბანკებში რუსეთის 110 000-მდე რეზიდენტმა პირმა გახსნა ანგარიში

16/02/2023 09:34:48 საზოგადოება

2022 წელს ქართულ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის 109 949-მა რეზიდენტმა პირმა გახსნა ანგარიში. ამის შესახებ ცნობილი გახდა ეროვნული ბანკის მიერ ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძისთვის გაგზავნილ წერილში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სადეპუტატო კითხვა გაუგზავნა: „გთხოვთ გვიპასუხოთ, ფლობთ თუ არა ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის რამდენმა მოქალაქემ გახსნა ქართულ ბანკებში ანგარიში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე. თუ ფლობთ აღნიშნულ ინფორმაციას, გთხოვთ, გახსნილი ანგარიშების რაოდენობა მოგვაწოდოთ ჩაშლილად, ბანკების მიხედვით“.

სებ-ის ინფორმაციით, მაჩვენებლები ასეთია:

  • 24-28 თებერვალი, მარტი - 7883
  • აპრილი - 10077
  • მაისი - 6649
  • ივნისი - 7374
  • ივლისი - 6985
  • აგვისტო - 6409
  • სექტემბერი - 10016
  • ოქტომბერი - 27784
  • ნოემბერი - 15994
  • დეკემბერი - 10778

ეროვნული ბანკის განმარტებით, შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა მოიცავდეს დუბლირებულ მონაცემებს.

„გაცნობებთ, რომ მონაცემებს გაწვდით კონსოლიდირებული სახით, ბანკების მიხედვით დეტალიზაციის გარეშე, გამომდინარე კონფიდენციალობის პრინციპიდან. ინფორმაცია მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემებს. 2023 წლის განვლილი პერიოდის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი“, - წერია კობა გვენეტაძის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S