Accentnews.ge
მოვაჭრე ვალდებულია, ფასი სოციალურ ქსელშიც მიუთითოს - კონკურენციის სააგენტო

მოვაჭრე ვალდებულია, ფასი სოციალურ ქსელშიც მიუთითოს - კონკურენციის სააგენტო

16/02/2023 08:54:02 საზოგადოება

კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებისთვის საჯაროდ ფასის მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად, მათ შორის სოციალურ ქსელში ვაჭრობის შემთხვევაში.

მოვაჭრედ ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.

ფასის მითითება აუცილებელია, თუ:

  • საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;
  • საქონელი იყიდება აუქციონზე;
  • გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი.იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია.

იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − უნდა მიეთითოს მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S