Accentnews.ge
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

16/02/2023 07:47:58 მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ეს ისრაელის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.

ცნობილია, რომ იგი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება. ასევე, მონაწილეობას მიიღებს კიევში ისრაელის საელჩოს ხელახლა გახსნაში, რომელიც სრულად აღადგენს მუშაობას.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩაში ვიზიტსაც გეგმავს.

"ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს რთულ დროს", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S