Accentnews.ge
IISS – რუსეთმა ომში შესაძლოა, ახალი ტანკების 50%-მდე დაკარგა

IISS – რუსეთმა ომში შესაძლოა, ახალი ტანკების 50%-მდე დაკარგა

15/02/2023 18:50:05 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) გამოსცა ახალი დაწვრილებითი ანგარიში მსოფლიოში სამხედრო ძალთა თანაფარდობის შესახებ და შეაფასა უკრაინაში რუსეთის ჯავშანტექნიკის დანაკარგები.

როგორც ანგარიშის ერთ-ერთი რედაქტორი ჯეიმს ჰეკეტი წერს, ომის დაწყებიდან „მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯავშანტექნიკის პარკი".

"განადგურებულია Т-72B და Т-72B3M ტანკების ომამდელი რაოდენობის დაახლოებით 50%", – ნათქვამია ანგარიშში.

IISS წერს, რომ ახალი მანქანების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურების გამო რუსეთის ჯარები ხშირად გადადიან ძველ მოდელებზე.

ამავე დროს Т-72-ის აუფრო ადრეული მოდიფიკაციები პოლონეთმა და რამდენიმე სხვა მოკავშირემ გადასცეს უკრაინას.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან ომში დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S