
სტოლტენბერგი: "პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს"
15/02/2023 17:12:55 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "რუსეთის პრეზიდენტმა ვლადმირ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს".
"უკრაინაში სასტიკი შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი პუტინი არ აჩვენებს ნიშანს, რომ ის მშვიდობისთვის ემზადება. პირიქით, ის იწყებს ახალ შეტევებს, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები და კრიტიკული ინფრასტრუქტურებია. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის ვერ გაიმარჯვებს და ამისთვის, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინას სწრაფად მივაწოდოთ ის საბრძოლო მასალა და იარაღი რომელიც მას სჭირდება ტერიტორიის დასაბრუნებლად", – განაცხადა სტოლტენბერგმა.