Accentnews.ge
"ვარკეთილის" მეტროს სადგურმა მუშაობა განაახლა

"ვარკეთილის" მეტროს სადგურმა მუშაობა განაახლა

15/02/2023 16:49:34 საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს სადგურ "ვარკეთილში" მგზავრთა მომსახურება განახლდა.

მანამდე, მეტროში მგზავრების მიღება დროებით შეწყვეტილი იყო.

კომპანიის განმარტებით, შეფერხება ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანებამ გამოიწვია.

"ამ ეტაპზე თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S