კადიროვმა რუს გუბერნატორებს მოუწოდა, ომში დაღუპულთა რაოდენობა აღარ დაასახელონ
15/02/2023 15:51:44 მსოფლიო
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გააკრიტიკა ის რუსი გუბერნატორები, რომლებიც უკრაინის ომში დაღუპულთა რაოდენობას ასახელებენ და მოუწოდა, ზარალზე აღარ ისაუბრონ.
„არ მესმის, როდესაც რეგიონების ლიდერები ყვირიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში დაღუპულთა რაოდენობას. შეკითხვა მაქვს: რატომ? ისინი ყველაფერს წერენ დეტალებში... ჩეჩნებიც კარგავენ თავიანთ ნამდვილ შვილებს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობთ, ოჯახებს ვეხმარებით ყველაფერში, რაც საჭირო. მათ შორის, მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში მილიონი რუბლით, ტრავმის შემთხვევაში 500 ათასით. ვიხდით თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ დახმარებამდე“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელში.
მან ადგილობრივ ხელისუფლებებს დაღუპული და დაშავებული რუსი ჯარისკაცების ოჯახების პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "საბრძოლო დავალების შესრულებისას დანაკარგების თავიდან აცილება შეუძლებელია".
"მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას, მოგვარდეს დაღუპული და დაშავებული ჯარისკაცების ოჯახების საკითხები და არ გააკეთონ კომენტარი ზარალზე", – წერს კადიროვი ტელეგრამ–არზე.


