Accentnews.ge
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-10 პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-10 პაკეტი წარადგინა

15/02/2023 14:43:24 მსოფლიო

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-10 პაკეტი წარადგინა.

"თითქმის ერთი წელია, რუსეთის აგრესიული ომი სიკვდილსა და ნგრევას თესავს. რუსეთს ვაიძულებთ, რომ საფასური გადაიხადოს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, "სანქციები მოიცავს ძირითად სამ შეზღუდვას:

  • იმ საქონლის სიის გაზრდა, რომლის რუსეთში გაყიდვაც აკრძალულია. საქმე ეხება ელექტრონიკას, სპეციალიზებულ სატრანსპორტო საშუალებებს, მანქანების დეტალებს, სატვირთო მანქანების სათადარიგო ნაწილებს, ასევე საქონელს სამშენებლო სექტორისთვის, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ რუსეთის სამხედროებს;
  • აკრძალვა ორმაგი დანიშნულების ტექნიკური კომპონენტების ექსპორტზე. კერძოდ, ევროკავშირი სანქციების პაკეტში შეიტანს 47 სახის ელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც იარაღის საწარმოებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული (ამასთან დაკავშირებით ევროკომისიამ ასევე სანქციები დაუწესა ირანსაც, რომელიც მოსკოვს კამიკაძე დრონებს აწვდის);
  • რუსეთის იმ მოქალაქეთა სიის გაფართოება, რომელთა მიმართაც პერსონალური სანქციები მოქმედებს. მასში შეიყვანენ სამხედროებსა და პროპაგანდისტული აპარატის თანამშრომლებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S