„რაც ამ ცხოველებმა გამიკეთეს, ამით ცხოვრება არ შემიძლია“: რუსეთში წვევამდელმა უკრაინაში წასვლაზე უარის თქმის გამო დამცირების შემდეგ თავი გამოიკლა
15/02/2023 13:38:10 მსოფლიო
წვევამდელმა, 20 წლის სერგეი გრიდინმა თავი მოიკლა მოსკოვის რეგიონის სამხედრო ნაწილში, – იუწყება მობილიზაციისადმი მიძღვნილი ტელეგრამ–არხი. შემთხვევა ახალგაზრდა კაცის ოჯახის წერებმაც დაადასტურეს.
ტელეგრამ–არხმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც სავარაუდოდ, გრიდინმა დაწერა. მასში ჯარისკაცი უკრაინაში საომრად წასვლის გამო ხელმძღვანელობის მხრიდან განხორციელებულ დამცირებაზე ისაუბრა. წვევამდელი ამბობს, რომ მას როტაციით უკრაინაში გზავნიდნენ, საიდანაც მისი ჯგუფიდან ცოცხალი არავინ დაბრუნებულა. „არ მინდა და არც აღვწერ იმ შეურაცხყოფას, რაც ამ ცხოველებმა გამიკეთეს, მაგრამ არც ამით ცხოვრება შემიძლია“, წერს გრიდინი და დასძენს, რომ გადაწყვიტა, მშობლიურ მიწაზე მოკვდეს სუფთა ხელებით.
გრიდინის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება ასევე გამოჩნდა პეჩორის ერთ-ერთ ჯგუფში, სოციალურ ქსელ VKontakte –ში. ტექსტის მიხედვით, მისი ავტორი გარდაცვლილი წვევამდელის დაა.
მისი თქმით, ახალგაზრდამ თავი 10 თებერვალს მოიკლა.


