
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა
15/02/2023 13:21:37 საზოგადოება
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, ხუთი დაშავებულიდან სამი ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს, ორმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.