რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის დაწესებას გეგმავს
15/02/2023 13:14:50 მსოფლიო
რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის დაწესებას გეგმავს, ხოლო ექვსთან – გამარტივებას.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას განაცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, თუმცა ქვეყნები არ დაუკონკრეტებია.
„11 ქვეყანასთან უკვე დაგეგმილია უვიზო მიმოსვლისთვის ხელმოწერა, კიდევ ექვსთან (თუ არ ვცდები, ინდოეთის, ინდონეზიით ჩათვლით) - გამარტივებული პირობები იქნება",– თქვა ლავროვმა და დასძინა, "ვმუშაობთ დიდი რაოდენობით ქვეყნებისთვის ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე, იქ დაახლოებით 70 ქვეყანაა, გარდა არამეგობრულებისა, რომლებმაც შეწყვიტეს ჩვენთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემა”.


