Accentnews.ge
აზარაშვილი: „რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები კრიტიკას ვერ უძლებენს“

აზარაშვილი: „რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები კრიტიკას ვერ უძლებენს“

15/02/2023 13:04:26 საზოგადოება

რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემის გამო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ინფექციური საავადმყოფოს რემონტი რამდენიმე თვეში დასრულდება, სადაც განთავსდება როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ინფექციური განყოფილებები.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მინისტრის თქმით, "აქტიურად მიდის კონცეფციაზე მუშაობა, რასაც, ვფიქრობ, ძალიან მალე წარმოგიდგენთ. ამ კლინიკის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება დააჩქარა იმან, რომ მოგეხსენებათ, წინა წელს დავიწყეთ საუბარი ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებაზე, რაც ქვეყანაში არ გვაქვს და ბავშვთა ონკოლოგია სწორედ ამ კლინიკის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. საბოლოოდ, ძალიან მალე წარმოგიდგენთ, სად და რა კონცეფციის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გვქონდეს და ბავშვთა ონკოლოგიაც იქვე იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობ, პროექტს საშუალოდ 2-2.5 წელი დასჭირდება. საბოლოდ მივიღებთ მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ კლინიკას, რომელიც აუცილებელია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებობდეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S