Accentnews.ge
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვია

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვია

15/02/2023 10:21:30 მსოფლიო

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთს ეწვია.

"მირზოიანი 15 თებერვალს შეხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს", - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ეს ვიზიტი მირზოიანისთვის რიგით მეორეა გასული წლის მარტიდან.

შაბათ-კვირას სომხეთ–თურქეთს შორის 35 წლის განმავლობაში პირველად, საერთო სასაზღვრო გასასვლელი გაიხსნა, სადაც გაივლის სამხრეთ თურქეთში მძლავრი მიწისძვრით დაზარალებულებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S