Accentnews.ge
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში ომში რუსეთის არმიის 97%-ია ჩართული

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში ომში რუსეთის არმიის 97%-ია ჩართული

15/02/2023 09:58:09 მსოფლიო

უკრაინაში ომში რუსეთის არმიის 97% არის ჩართული, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა BBC Radio 4-თან საუბრისას განაცხადა.

უოლესმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ერთიანი ძალის შექმნა ვერ შეძლო, რათა უკრაინის დაცვა გაერღვია.

„ჩვენ ვხედავდით ძალისხმევას, რომლებიც წინ წაწევისკენ იყო მიმართული. ეს უდიდეს ფასად დაუჯდა რუსეთის არმიას. ჩვენი შეფასებებით, მთელი რუსეთის არმიის 97% უკრაინაში იმყოფება“, - აღნიშნა უოლესმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S