Accentnews.ge
კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულში შევიდა

კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულში შევიდა

15/02/2023 09:37:31 საზოგადოება

გამოცემა Goal-მა ოქროს ბურთის კანდიდატთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილს ლიონელ მესი იკავებს. სამეულში შედიან კილიან მბაპე და ერლინგ ჰალანდი. ხოლო მერვე ადგილზეა ნაპოლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი კანდიდატთა სიაში მე-17 პოზიციაზე იყო, მაგრამ იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით (11 გოლი, 12 საგოლე პასი) ათეულში გადავიდა.

„ოქროს ბურთის” კანდიდატთა რეიტინგი:

1. ლიონელ მესი (პსჟ)

2. კილიან მბაპე (პსჟ)

3. ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“)

4. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“)

5. ნეიმარი (პსჟ)

6. მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“)

7. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“)

8. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)

9. ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“)

10. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“)

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S