Accentnews.ge
რუსეთში პატიმრობა კიდევ ერთ ჟურნალისტს მიუსაჯეს

რუსეთში პატიმრობა კიდევ ერთ ჟურნალისტს მიუსაჯეს

15/02/2023 08:58:22 მსოფლიო

რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკის“ გავრცელების ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ რუს ჟურნალისტს.

ბარნაულის სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამოცემა RusNews-ის ჟურნალისტი მარია პონომარენკო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას 5 წლით აუკრძალეს ინტერნეტით საჯარო საქმიანობაც.

ჟურნალისტის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

მარია პონომარენკოს „ფეიკად“ ჩაუთვალეს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ეხებოდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრის დაბომბვისას დაღუპულ ადამიანებს.

პონომარენკო 2022 წლის აპრილში სანქტ-პეტერბურგში დააკავეს და ბარნაულის იზოლატორში გადაიყვანეს. რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის და სამარტოო საკანში არსებული მძიმე პირობების ფონზე, 2022 წლის სექტემბრში ჟურნალისტმა თვითმკვლელობა სცადა. ნოემბერში პონომარენკო შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, თუმცა 2023 წლის იანვარში იზოლატორში დააბრუნეს.

რუსეთმა არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების საწინააღმდეგო კანონი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღო. კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის მარტიდან და მის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო არაერთი ჟურნალისტის, ბლოგერის, პოლიტიკოსის, აქტივისტის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S