Accentnews.ge
რუსები დანაკარგების დასამალად ყირიმის კრემატორიუმს იყენებენ - უკრაინის გენშტაბი

რუსები დანაკარგების დასამალად ყირიმის კრემატორიუმს იყენებენ - უკრაინის გენშტაბი

15/02/2023 08:25:08 მსოფლიო

რუსეთის ჯარები იყენებენ ანექსირებული ყირიმის სიმფეროპოლის რეგიონში არსებულ კრემატორიუმს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დასაწვავად,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 15 თებერვლის ანგარიშში და დასძენს, რომ ამ გზით ცდილობს რუსეთი დანაკარგების რეალური მაჩვენებლის დამალვას.

„მტერი იყენებს სიმფეროპოლის ოლქის კრასნაია ზორკას დასახლების მიდამოში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კრემატორიუმს, წვას ცხედრებს დაღუპულთა რაოდენობის დასამალად. ადგილობრივ კრემატორიუმში არის სამხედრო მანქანების მუდმივი რიგი – 10 ერთეულამდე. ამ სატვირთო მანქანებით დამპყრობლებს გადააქვთ დაღუპული რუსი სამხედროების და დაქირავებულების ცხედრები. კრემაცია ტარდება 24–საათიან რეჟიმში. ამ შესაძლებლობის გამოყენება სამოქალაქო პირებს არ შეუძლიათ“,– აცხადებენ უკრაინის სარდლობაში.

9 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის არმიამ მოაწყო მობილური კრემატორიუმი ტოკმაკში, ზაპოროჟიეს ოლქში საკუთარი დანაკარგების დასამალად.

იანვრის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა, დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დაახლოებით ხუთი მობილური კრემატორია მოძრაობდა რუსული ჯარების მოწინავე პოზიციების ზურგში.

რუსი სამხედროები ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებენ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ამ დროისთვის რუსეთის დანაკარგები უკრაინაში 140 000 ადამიანს უახლოვდებოდა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ზარალის შესახებ მონაცემებს არ ამხელს. გასული წლის სექტემბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი შოიგუმ განაცხადა უკრაინის წინააღმდეგ ომში 5937 ადამიანის დაღუპვის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S