Accentnews.ge
მაშველი, რომელმაც 18 წლის კაცი მიწისძვრიდან 9 დღის შემდეგ გადაარჩინა: "მისმა გადარჩენამ ისეთი ბედნიერება მოგვანიჭა, მთელი ჩვენი დაღლილობა გაქრა"

მაშველი, რომელმაც 18 წლის კაცი მიწისძვრიდან 9 დღის შემდეგ გადაარჩინა: "მისმა გადარჩენამ ისეთი ბედნიერება მოგვანიჭა, მთელი ჩვენი დაღლილობა გაქრა"

15/02/2023 08:16:33 მსოფლიო

თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 18 წლის კაცი, რომელმაც ნანგრევებში 9 დღე გაატარა.

მუჰამედ კაფერ ჩეტინი ადიამანის პროვინციაში, შენობის ნანგრევებში 198 საათის განმავლობაში იყო.

მაშველი ილიას გუნესი ჰყვება, რომ სამაშველო ოპერაციის დროს ცდილობენ, გაერკვნენ, როგორი განლაგება ექნებოდა სახლში ოთახებს და ამის მიხედვით განსაზღვრონ თუ სად შეიძლებოდა, ყოფილიყო ადამიანები, როცა მიწისძვრა მოხდა.

"ამ სახლზე მუშაობის პროცესში ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ისინი ტელევიზორს უყურებდნენ მისაღებში", - განაცხადა გუნესმა და დასძინა, რომ მოგვიანებით ჩეტინმა მათ უთხრა, რომ მისაღებ ოთახში ვიდეო თამაშს თამაშობდა.

როგორც მაშველი ყვება, ექსკავატორით ნანგრევების ეტაპობრივად გასუფთავებისას, გამოჩნდა ხვრელი და გაიგონეს კაცის ხმა: "მე აქ ვარ“.

მან დასძინა, რომ პირველი, რაც ჩეტინმა გადარჩენის შემდეგ ითხოვა, წყალი და ცხელი საკვები იყო.

„ახლა მაშველები ძალიან ბედნიერები ვართ. მისმა გადარჩენამ საოცარი ბედნიერება მოგვანიჭა. მთელი ჩვენი დაღლილობა გაქრა“, – აცხადებს გუნესი.

ცნობისთვის: თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა.

მიწისძვრის შედეგად თურქეთში 35 418 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 5 000-ს აღემატება.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S