გერმანიის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, როდის იქნება შესაძლებელი უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე მსჯელობა
15/02/2023 06:14:06 მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, ბერლინი მზადაა, უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე იმსჯელოს, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო სივრცე დაცული იქნება. ამის შესახებ მან ტელეარხ ARD-სთან საუბარში განაცხადა.
„თუ უკრაინის ცა უსაფრთხო დარჩება შემდეგი სამი-ოთხი თვის განმავლობაში, მაშინ ყველა შემდგომ ნაბიჯებზე შეგვეძლება საუბარი - ახლა ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების გამოყენებას აქვს აზრი”, - განაცხადა პისტორიუსმა.
მან აღნიშნა, რომ ახლა უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი ყურადღების ცენტრში არ დგას.
მისი თქმით, ახლა პრიორიტეტული მიზანია უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამისთვის საჰაერო თავდაცვის ფუნქციონირებადი სისტემა არის საჭირო საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობით.


