Accentnews.ge
თურქულ ოტელში უკრაინელ და რუს ფეხბურთელებს შორის  ჩხუბი მოხდა

თურქულ ოტელში უკრაინელ და რუს ფეხბურთელებს შორის  ჩხუბი მოხდა

15/02/2023 04:09:56 მსოფლიო

თურქულ ოტელ "Royal Seginus"-ში უკრაინულ საფეხბურთო კლუბ "მინაისა" და რუსული "შინნიკის" ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა.

ინციდენტის ერთ-ერთი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო ტელეგრამ-არხ "ბომბარდირზე" გავრცელდა.

მოგვიანებით რუსული კლუბის ხელმძღვანელობამ ინფორმაცია დაადასტურა.

რუსულმა მედიამ უკრაინელი ფეხბურთელები პროვოკაციაში დაადანაშულა და განაცხადა, რომ უკრაინელები კლუბის ხელმძღვანელისგან მოითხოვდნენ, "ხმამაღლა წარმოეთქვა ლოზუნგები, რომლებიც რუსეთში ნაციონალისტურად არის მიჩნეული".

თავის მხრივ, უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ კონფლიქტი "საყოფაცხოვრებო სიტუაციამ გამოიწვია".

"ერთ-ერთმა უკრაინელმა ფეხბურთელმა შენიშვნა მისცა შეზარხოშებულ რუს კოლეგას, რომელიც არაკორექტულად იქცეოდა ოტელის პერსონალის მიმართ, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსმა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა და არაკორექტული ქცევა განაგრძო, ცემა… კიდევ მოგვიანებით რუსმა თავისიანები ჩაუყვანა და დაიწყო ჩხუბი. ეს ყველაფერი სიმღერის "Допоможе ЗСУ" თანხლებით ხდებოდა. დილით რუსებს სახეებზე ჩხუბის ნათელი კვალი აღენიშნებოდათ" - წერს Twitter-ში ჟურნალისტი რომან ბებეხი, რომელიც ინციდენტს შეესწრო.

ორივე კლუბის წარომადგენლები ოტელიდან გააძევეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S