Accentnews.ge
მარკ მილი: „რუსეთმა წააგო სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად"

მარკ მილი: „რუსეთმა წააგო სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად"

14/02/2023 21:18:32 მსოფლიო

უკრაინაში შეჭრიდან არასრულ ერთ წელში მოსკოვმა მარცხი განიცადა სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ოპერატიულ გეგმებში,– ამის შესახებ CNN –ის ცნობით, აშშ–ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა.

გენერალ მილის თქმით, ვლადიმირ პუტინმა არასწორად გათვალა, როდესაც ფიქრობდა, რომ მას შეეძლო, სწრაფად დაემარცხებინა უკრაინა. ახლა ნატო და მისი მოკავშირეები ფორმაში არიან და რუსეთი გარიყულად იქცა.

„მსოფლიო კვლავ შთაგონებულია უკრაინული გამბედაობითა და გამძლეობით. მოკლედ რომ ვთქვა, რუსეთმა წააგო, მათ წააგეს სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად. უზარმაზარ ფასს იხდიან ბრძოლის ველზე“, - შეაჯამა მილიმ.

სანამ პუტინი არ გადაწყვეტს ომის დასრულებას, საერთაშორისო თანამეგობრობა „განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას იმ აღჭურვილობითა და შესაძლებლობებით, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად“, –დასძინა გენერალმა.

„რამშტეინის ფორმატის“ შეხვედრებზე იკრიბებიან მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები. შეხვედრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რვა ქვეყანა უკრაინაში გაგზავნის ტანკებს Stryker, Bradley, Abrams, Challenger და განახლებულ T-72–ებს. ნორვეგია ასევე გაუგზავნის კიევს 7,5 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო და სამოქალაქო მარაგს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

ბრიუსელში შეხვედრისთანავე ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი დაესწრება.

ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ რეზნიკოვმა განაცხადა, რომ გასულ წელს უკრაინა დე ფაქტო შეუერთდა ნატოს: „უკრაინელი ჯარისკაცები დღეს ბრძოლის ველზე მთელ ევროპას იცავენ. გასულ წელს უკრაინა დე ფაქტო შეუერთდა ნატოს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს დე იურე მოხდეს თავის დროზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S