თურქეთში ქალი გადაარჩინეს, რომელმაც ნანგრევების ქვეშ 9 დღე დაჰყო
14/02/2023 19:56:50 მსოფლიო
თურქეთში უკრაინელმა მაშველებმა ქალი გადაარჩინეს, რომელმაც ცხრა დღე გაატარა ნანგრევების ქვეშ. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.
მაშველები ქალაქ ანთაქიაში მოხდა.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, უკრაინის ხუთი მოქალაქე დაიღუპა, კერძოდ, ოჯახი ზაპოროჟიედან.
6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის საქართველოს ოთი მოქალაქე. სამძებრო სამუშაოაები ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება.


