Accentnews.ge
სტოლტენბერგმა პუტინის "ორი სტრატეგიული შეცდომა" დაასახელა

სტოლტენბერგმა პუტინის "ორი სტრატეგიული შეცდომა" დაასახელა

14/02/2023 19:47:19 მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სამხედრო შეჭრის გადაწყვეტილების მიღებისას ორი ფაქტორი არ შეაფასა.

„პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი სტრატეგიული შეცდომა - მან ვერ შეაფასა უკრაინის ხალხის და მისი შეიარაღებული ძალების ძალა და გამბედაობა, ასევე არ შეაფასა ნატოს და ჩვენი პარტნიორების მონდომება და ერთიანობა“, - თქვა მან ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.

ალიანსის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატოს მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინას "იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება" - რათა კიევმა შეძლოს, "დაიცვას საკუთარი თავდაცვის უფლება".

14 თებერვალს ბრიუსელში გაიმართა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინ-9“) შეხვედრა. ამ შეხვედრას 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის არმიის მოლოდინი უკრაინაში დიდი შეტევის განხორციელებასთან დაკავშირებით არ სრულდება. თუმცა, მისი თქმით, ეს შეტევა უკვე მიმდინარეობს.

მანამდე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განმარტა, რა არის განსაკუთრებული რუსეთის ახალ შეტევაში. უწყების ცნობით, რუსული არმიის მთავარი მიზანი დონბასია, „სხვა მიმართულებებიც შეიძლება მოხვდეს არეალში, მაგრამ ძირითადად საუბარია ძალების და რესულრების დაკავებაზე“.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის არმიამ ყველაზე მეტი მსხვერპლი განიცადა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი კვირის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S