ინჟინერმა, რომელიც რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენზე მუშაობდა, თავშესაფარი აშშ–ს სთხოვა და რიგ საიდუმლოებებს დაპირდა - მედია
14/02/2023 18:43:42 მსოფლიო
რუსმა ინჟინერმა, რომელიც მუშაობდა Tu-160–ის სტრატეგიულ ბომბდამშენზე, ითხოვა თავშესაფარი შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ Yahoo News აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკემბრის ბოლოს რუსეთის მოქალაქე ოჯახთან ერთად ბრონირებული მანქანით მივიდა აშშ-მექსიკის საზღვარზე და ქვეყანაში შესვლის ნებართვა ითხოვა. მან განმარტა, რომ დევნის ეშინოდა ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებში მონაწილეობის გამო. ასევე, მოხსენების თანახმად, მან შესთავაზა "რუსეთის ზოგიერთი ყველაზე კარგად დაცული სამხედრო საიდუმლოების" გაცემა.
კაცმა თქვა, რომ იგი მუშაობდა ინჟინრად ყაზანში ტუპოლევის თვითმფრინავების ქარხანაში, სადაც 2018 წლიდან 2021 წლამდე დაკავებული იყო Tu-160-ის მშენებლობით.
Yahoo News-ის ცნობით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დაახლოებით კვირანახევარია, რაც მამაკაცისა და მისი ყოფილი სამუშაო ადგილის იდენტიფიცირებაზე მუშაობს. 11 იანვარს იგი მიიჩნიეს სანდოდ და „საინტერესოდ“, რის შემდეგაც ის FBI –მშემდგომი დაკითხვისთვის გადაიყვანა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცნობთ რუსულ ბომბდამშენს. მაგრამ რეალური მახასიათბლები, ბირთვული შესაძლებლობები, არის საკითხები არის ის, რის თაობაზეც საინტერესო იქნებოდა, მოგვესმინა, თუ ეს ადამიანი სანდოა. მთავარია, განაახლეს თუ არა თვითმფრინავი ჰიპერბგერითი რაკეტებისთვის. იცის თუ არა ობიექტის მენეჯერმა ბომბდამშენების ცვლილებების შესახებ ჰიპერბგერითი რაკეტების გასაშვებად? მას შეუძლია“, - თქვა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.


