Accentnews.ge
პრიგოჟინმა „ტროლების ფაბრიკის“ შექმნა აღიარა

პრიგოჟინმა „ტროლების ფაბრიკის“ შექმნა აღიარა

14/02/2023 17:16:39 მსოფლიო

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელსაც ვლადიმირ პუტინის „პოვარს“ უწოდებენ, აღიარა, რომ შექმნა „საინტერნეტო კვლევის სააგენტო“ - ე.წ. „ტროლების ფაბრიკა“, რომლის თანამშრომლები პროპაგანდისტული პოსტების წერით იყვნენ დაკავებული. ეს პრიგოჟინის პირველი აღიარებაა, მანამდე ამის შესახებ მედია წერდა.

„სიამოვნებით გიპასუხებთ. არასოდეს ვყოფილვარ ‘საინტერნეტო კვლევის სააგენტოს’ უბრალოდ დამფინანსებელი. ის მე მოვიფიქრე, მე შევქმენი, მე ვხელმძღვანელობდი დიდი ხნის განმავლობაში. ის შეიქმნა რუსეთის საინტერნეტო სივრცის დასაცავად დასავლეთის მხრიდან თავხედური აგრესიული პროპაგანდისტული თეზისების წინააღმდეგ,“ – უთხრა პრიგოჟინმა 14 თებერვალს უცხოელ ჟურნალისტთა ჯგუფს.

პრიგოჟინმა ასევე აღიარა, რომ სივრცე დაუთმო კიდევ ერთ „ტროლების ფაბრიკას“ - Cyberfront Z-ს, რომელიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

პრიგოჟინის „ტროლების ფაბრიკა“ დასპეციალებულია ყალბი ანგარიშების შექმნასა და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში.

2018 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრალდება წაუყენა „საინტერნეტო კვლევის სააგენტოს“ და კიდევ ორ კომპანიას, რომლებსაც პრიგოჟინი აკონტროლებს, ასევე თავად პრიგოჟინსა და რუსეთის კიდევ 15 მოქალაქეს, რომლებიც სავარაუდოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ერეოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S