Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის გამგებლობაში გადავა

დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის გამგებლობაში გადავა

14/02/2023 16:09:06 საზოგადოება

ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ დროებით დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა.

"მეუფე ზენონი უწმინდეს შეხვდა და გადაწყდა, რომ დროებით დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა. ასე დროებით იქნება",– თქვა მეუფე იაკობმა.

მან განმარტა, რა საკითხებზე იყო საუბარი წმინდ სინდოზე:

„რაც ის მძიმე ომი დაიწყო უკრაინაში, სინოდი არ შეკრებილა და პირველად შევიკრიბეთ. ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, რადგან ძალიან დიდი ტრაგედია ხდება და გვინდა, რომ ომი სწრაფად დამთავრდეს და ომის დასრულდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს. იმ ადამიანების მწუხარება გავიზიარეთ, მთელი მსოფლიოსთვის ტრაგედიაა, იქ რაც ხდება. ხომ ვიცით იქ რაც ხდება?!

ასევე, გავიზიარეთ თურქეთში მიწისძვრის შედეგები, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიოს პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიაში უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს მივუსამძიმრეთ. იცით, რომ სირიის სახელმწიფო ჩვენდამი ისეა განწყობილი და აფხაზეთი აღიარა. ჩვენი ეკლესია იდგა იქ, სადაც საქართველოა და ქართველი ხალხია.

ასევე, განვიხილეთ მაკედონიის საკითხი და ჩრდილო მაკედონიის სახელმწიფოში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს ვამყარებთ".

რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს, მეუფე იაკობმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"უკრაინის ეკლესიის თემა ცოტა სხვანაირი თემაა და ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. უკრაინის ეკლესიასთან სხვა დამოკიდებულებაა და იქ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებში თვითონ დედა ეკლესიებმა გადაწყვეტილება მიიღეს. იქ მარტო სტატუსია დამოკიდებული ჩრდილო მაკედონიაში არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე და მაგის მერე გადაწყდება, როგორც გადაწყდება და იმ სტატუს ჩვენც შევუერთდებით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S