Accentnews.ge
სობჩაკი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის მიმართ თანაგრძნობის გამოჩენისკენ მოუწოდებს

სობჩაკი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის მიმართ თანაგრძნობის გამოჩენისკენ მოუწოდებს

14/02/2023 14:17:59 პოლიტიკა

რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი საქართველოს ხელისუფლებას "ღრმად დასნებოვნებული" ექს-პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანაგრძნობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

სობჩაკი თავის ტელეგრამ-გვერდზე ორ ვიდეოს ავრცელებს, რომელთაგან ერთი სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრების შემცველია, მეორე კი 15 იანვარს გარდაცვლილ ვახტანგ კიკაბიძესთან ჟურნალისტის ბოლო ინტერვიუს ასახავს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში მომღერალი ყვებოდა, როგორ ჩავიდა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთვის სააკაშვილის გადარჩენის თხოვნით მისამართად.

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლო ორგანოებს, გამოიჩინონ თანაგრძნობა ღრმად დასნებოვნებული ადამიანის მიმართ და ანგარიში გაუწიონ მასა და მის ადვოკატებს", – წერს ჟურნალისტი.

მანამდე სააკაშვილმა კლინიკაში ვახტანგ კიკაბიძესთან ბოლო შეხვედრისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

"ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. მინდოდა, ავმდგარიყავი და გადავხვეოდი. თავადაც ძლივს იდგა ფეხზე. გამაჩერა, მაკოცა და მითხრა, "მიშა, მიყვარხარ შენო". ახლა მინდა, ვუპასუხო: ბუბა, მიყვარხარ და ძალიან მაკლიხარ (იმედია, იმქვეყნად ინტერნეტი გამართულად მუშაობს", - დაწერა სააკაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S