Accentnews.ge
ახალ ზელანდიას საუკუნის უსხვილესი შტორმი დაატყდა თავს

ახალ ზელანდიას საუკუნის უსხვილესი შტორმი დაატყდა თავს

14/02/2023 14:04:44 მსოფლიო

ახალ ზელანდიაში უმძლავრესი შტორმი მძვინვარებს. ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ათასობით მოქალაქეს საცხოვრისების დატოვება მოუწია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც მის ისტორიაში მესამედ ხდება.

"ციკლონი "გაბრიელი" ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ახალ ზელანდიას ამ საუკუნეში უნახავს" - განაცხადა პრეიერ-მინისტრმა კრის ჰიპკინსმა და ზარალის მასშტაბებზე გაამახვილა ყურადღება.

ყველაზე მეტად დაზარალდა აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე რაიონები და ჩრდილოეთის კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი.

მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ რიგ რაიონებში, რომლებთანაც კავშირი გაწყვეტილია, ენერგომომარაგება შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ აღდგეს.

ძლიერმა წვიმამ გამოიწვია წყალდიდობა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. ჩახერგილია დედაქალაქ ველინგტონის უმსხვილეს ქალაქ ოქლენდთან დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალიც.

კლიმატური პირობები და გააქტიურებული მეწყრული პროცესები სტიქიური უბედურების ზონებამდე მაშველთა მიღწევას ართულებს. ამავე მიზეზით რიგ რაიონებში ვერც ავიატექნიკის გამოყენება ხერხდება.

სულ მცირე, ერთი მაშველი დაშავებულია, კიდევ ერთს ეძებენ.

სხვა დაშავებულთა, დაღუპულთა ან დაკარგულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კლიმატის ცვლილებების მინისტრმა ჯეიმს შოუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მის დაქვემდებარებაში არსებული საკითხებისადმი არასაკმარისი ყურადღების მიქცევის შესახებ განაცხადა და დაგმო "ათწლეულების დაკარგვა დავებზე იმის შესახებ, რეალურია თუ არა კლიმატის ცვლილებები, გამოწვეულია თუ არა ისინი ადამიანის საქმიანობით და საჭიროა თუ არა ჩარევა".

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ გლობალური დათბობის გამო, რომელიც დიდწილად სასათბურე გაზებითაა გამოწვეული, სითბური ტალღები, ისევე, როგორც ძლიერი წვიმები, ხშირდება და ამასთანავე, მათი ინტენსივობაც მატულობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S