მოლდოვამ საჰაერო სივრცე დროებით დახურა
14/02/2023 13:25:27 მსოფლიო
მოლდოვამ საჰაერო სივრცე დროებით დახურა, - ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ავიაკომპანია Air Moldova სოციალურრ ქსელში წერს.
„ძვირფასო მგზავრებო, ამ წუთებში მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დახურულია. ველოდებით ფრენების განახლებას“, - წერს ავიაკომპანია.
ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომ საჰაერო სივრცის დახურვა, სავარაუდოდ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო მოხდა, რადგან კიშინიოვის აეროპორტის მახლობლად დრონების დიდი რაოდენობა შენიშნეს.


