პოლონეთის საგარეო უწყება – სამინისტრომ MGIMO-ს კურსდამთავრებულები თანამდებობებიდან გაათავისუფლა
14/02/2023 13:07:33 მსოფლიო
პოლონეთის დიპლომატიურ სამსახურში ყველა თანამშრომელი, ვინც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი [MGIMO] დაამთავრა, თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ გაზეთ Polska Codziennie-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლონური დიპლომატია უკვე ორი თვეა, რაც "რუსული MGIMO-სგან თავისუფალია."
"მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი იყო ინვესტიცია რუსული იმპერიალიზმის საქმიანობაში. ეს არის საბჭოთა რბილი ძალის ნაწილი. კურსდამთავრებულებს უნდა ემსახურათ ამ იმპერიის სახელმწიფო გონებისთვის", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, ეს იყო პროცესი, რომლის დასრულებაც "დეკომუნიზაციის ნაწილი" იყო.


