Accentnews.ge
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გეგმავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გეგმავს

14/02/2023 13:03:00 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს.

თსუ-ის პრესსამსახურის ცნობით, 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე (გ. დანელიას 10) განთავსება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

მისი ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ჩატარდება შენობის პროექტირება და გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე მთლიანი შენობის რეაბილიტაცია.

როგორც თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები, სპორტული მოედნები.

„სტუდენტური საცხოვრებელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებას უნივერსიტეტი უკვე იწყებს. ახალი საცხოვრებელი მაქსიმალურად დააკმაყოფილებს სტუდენტების საჭიროებებს და სათანადო პირობებს შეუქმნის მათ. საცხოვრებელი მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. შენობის გარეთ ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და მოეწყობა გარე სივრცეები“, - განაცხადა რექტორმა.

სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

ჯაბა სამუშიას კომენტარს ინფორმაციასთან ერთად თსუ-ის პრეს–სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საერთო საცხოვრებლის აშენების გადაწყვეტილებას წინ სტუდენტების ხანგრძლივი პროტესტი უძღოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S