
ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე, თუმცა კუნთიც, პრაქტიკულად აღარ არსებობს - ალასანია
14/02/2023 11:47:31 პოლიტიკა, საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი ძალიან სუსტადაა. ამის შესახებ მან კლინიკა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
"კარგი და სანუგეშო არაფერი არაა, პირიქით, ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე, ამით იკვებება, თუმცა კუნთიც, პრაქტიკულად აღარ არსებობს, არ ვიცი რის ხარჯზე არის კიდევ, არ ვიცი, ძალიან ცუდად არის, ძალიან სუსტად", - თქვა გიული ალასანიამ.
დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა მეუფე ნიკოლოზმაც, რომელმაც თქვა, რომ მსგავს მდგომარეობაში, როგორშიც მიხეილ სააკაშვილია ადამიანი არ უნახავს. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და ის სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ.