Accentnews.ge
ოსტინი ასახელებს ქვეყნებს, რომლებიც უკრაინისთვის Leopard 2-ების გადაცემას გეგმავენ

ოსტინი ასახელებს ქვეყნებს, რომლებიც უკრაინისთვის Leopard 2-ების გადაცემას გეგმავენ

14/02/2023 11:20:10 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებმაც Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გასაგზავნად მზადება დაიწყეს ან შესაბამისი ვალდებულება აიღეს.

„ქვეყნების ჯგუფი, კერძოდ: გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები, ერთობლივად მუშაობენ Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დაწყებამდე, რომელიც ბრიუსელში იმართება.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები, ჩეხეთი და ნიდერლანდები უკრაინას ერთობლივად გადასცემენ 90-ზე მეტ T-72 ტიპის ტანკს.

უკრაინისთვის T-72 ტანკების გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთმაც. ბრიტანეთი კი, ქვეყანას Challenger-ის ტანკებს გადასცემს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S