Accentnews.ge
ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს უცხოეთში მკურნელობის ნება დართეს, მან საპატიმრო დატოვა

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს უცხოეთში მკურნელობის ნება დართეს, მან საპატიმრო დატოვა

14/02/2023 11:12:54 მსოფლიო

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს, რომელიც სასჯელს კოლონიაში იხდიდა, ბიშკეკის რაიონულმა სასამართლომ სამკურნალოდ საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მისცა. მან კოლოდია დატოვა.

პარტია "სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის თემირლან სულთანბეკოვის თქმით, „ექს-პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა უნდა გაიაროს ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია, რის შემდეგაც მას დასჭირდება მკურნალობა და რეაბილიტაცია."

14 თებერვალს ყირგიზეთის უზენაესი სასამართლოს სასამართლო საბჭომ დახურულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ატამბაევის წინააღმდეგ საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნა სასამართლოსთვის. სასამართლო კოლეგიამ ასევე გააუქმა ატამბაევის მიმართ უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის და 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებები.

გასული წლის ივნისში ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურამ ბრალი წაუყენა 2010 წელს ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებასთან მისი კავშირის გამო, რასაც დაახლოებით 450 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მანამდე იგი 11-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდიდა 2020 წელს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, რომლითაც სასამართლომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის აზიზ ბატუკაევის გათავისუფლებისთვის, რომელიც მსჯავრდადებული იყო ყირგიზი დეპუტატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მკვლელობისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S