ოსტინი: "მხარს დავუჭერთ უკრაინის ბრძოლას გრძელვადიან პერსპექტივაში და დავეხმარებით კიევს გაზაფხულის კონტრშეტევაში წარმატების მიღწევაში"
14/02/2023 10:57:13 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მიმდინარე შეხვედრაზე გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დაადასტურა NATO-ს მოკავშირეების ერთგულება დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის იდეისადმი.
"საკონტაქტო ჯგუფი მხარს დაუჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში და დავეხმარებით კიევს გაზაფხულის კონტრშეტევაში წარმატების მიღწევაში", – განაცხადა ოსტინმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გათვლა, რომ დასავლეთი ერთიანი არ იქნებოდა, არასწორი აღმოჩნდა.
"ერთხმად და დაუყოვნებლად, ჩვენ კიდევ ერთხელ გავუწევთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინას დავპირდით. აშშ, გერმანია და ნიდერლანდები ახლა ერთად მუშაობენ კიევისთვის „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების თაობაზე. საფრანგეთი და იტალია მუშაობენ SAMP/T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე. ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩვენ უფრო გაერთიანებულები ვართ, ვიდრე ოდესმე", – განაცხადა ოსტინმა.
საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 2022 წლის ივნისში, შედგება 40-ზე მეტი ქვეყნისგან. ამ ქყვენების წარმომადგენლები ყოველთვიურად იკრიბებიან უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების კოორდინაციის მიზნით.


