Accentnews.ge
ოსტინი: "პუტინის უკრაინაში შეჭრა მთელი მსოფლიოსთვის გრძელვადიანი გამოცდა გახდა"

ოსტინი: "პუტინის უკრაინაში შეჭრა მთელი მსოფლიოსთვის გრძელვადიანი გამოცდა გახდა"

14/02/2023 10:29:18 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მიმდინარე შეხვედრაზე გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დაადასტურა NATO-ს მოკავშირეების ერთგულება დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის იდეისადმი.

"ერთ წელზე მეტი ხნის წინ პუტინი ფიქრობდა, რომ რამდენიმე დღეში მისი ჯარები დაიკავებდნენ კიევს და დაამხობდნენ უკრაინის დემოკრატიულ მთავრობას. მას ეგონა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამას უბრალოდ შეეგუებოდა", -განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, პუტინის უკრაინაში შეჭრა გახდა "გრძელვადიანი გამოცდა მთელი მსოფლიოსთვის".

მან განაცხადა, რომ მოკავშირეები უკრაინას 50 მილიარდი დოლარით დაეხმარნენ, მაგრამ "გასაკეთებელი კიდე ბევრია."

"კრემლი ჯერ კიდევ დებს ფსონს, რომ უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა დროთა განმავლობაში შემცირდება, მაგრამ ერთი წელი გავიდა და ჩვენ უფრო ერთიანები ვართ, ვიდრე ოდესმე ვიყავით." - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, დაპირისპირებაში რუსულ ავტოკრატიასთან, NATO-მ მხარი მსოფლიოს უნდა დაუჭიროს, სადაც "წესებს მნიშვნელობა აქვთ."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S